|
|
„ჩილიკას დუქანი“ დაარსდა 1961 წელს და მაშინვე ჩამოაყალიბა თავს როგორც რესტორანი-ბისტრო, რის შემდეგ ამ რესტორნის სამზარეულოს გაუჩნდა ბევრი გურმანი-თაყვანისმცემელი, აგრეთვე გემრიელი და სწრაფი კვების მოყვარული. რაც შეეხება რესტორნის ინტერიერს, იგი აერთიანებს ძველი თბილისის და თანამედროვე ელემენტებს.
თქვენ გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ უგემრიელესი და სწრაფად მომზადებული კირძები, როგორიცაა ხინკალი (ღორის, ხბოს, სულგუნის), ქაბაბი (ქათმის, ღორის , ხბოს), მწვადი (ღორის, ხბოს, ქათმის, ბატკნის, ინდაურის, ზუთხის), გუფთა, შქმერული, ჩაშუშული, ბუჟინინა, ლოქო ქინძმარაულში, ოსტრი, ხაში, ჩაქაფული, ჩიხირთმა, სხვადასვხა სახეობის სალათები და სხვა გემრიელი კერძი. შეკვეთის მიწოდება ხდება მიღებიდან 5-15 წუთში! დიდი ყურადღება ექცევა ხარისხს, მაგიტომ სლოგანს „გემრიელად და სწრაფად“ თამამად შეგვიძლია დავამატოთ სიტყვა „ხარისხიანად“.შესანიშნავი სამზარეულოს გარდა თქვენ გელით გულთბილი მიღება და მყუდრო ატმოსფერო ყველა სეზონისთვის: ზამთარში - დარბაზში დაჯდომის საშუალება, ზაფხულში - ვერანდაზე ან აიღოთ ცალკე კუპე. სამზარეულო მუშაობს დილის 8 საათიდან - საღამოს 11 საათამდე. აგრეთვე არის მიტანის სერვისი.
|
|
|
|